„ჰამასი“ თანახმაა ცეცხლი შეწყვიტოს და ისრაელთან ომი დაასრულოს

„ჰამასი“ თანახმაა ცეცხლი შეწყვიტოს და ისრაელთან ომი დაასრულოს

გუშინ, 12:55 - 2025
177
       

„ჰამასი“ აცხადებს, რომ მზადაა ისრაელთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისთვის, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ის ღაზაში ომის დასრულებას გამოიწვევს.
 

„მზად და სერიოზულები ვართ შეთანხმების მიღწევის საკითხში. მზად ვართ მივიღოთ ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც აშკარად ომის სრულ დასრულებამდე მიგვიყვანს“, - განაცხადა „ჰამასის“ პრესსპიკერმა, ტაჰერ ალ-ნუნუმ.
 

მედიის ინფორმაციით, ეგვიპტელმა ჩინოვნიკმა განაცხადა, რომ მოსალოდნელია, რომ „ჰამასის“ დელეგაცია ცეცხლის შეწყვეტის წინადადების განსახილველად დღეს კაიროში ეგვიპტელ და კატარელ შუამავლებს შეხვდება.
 
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რამდენიმე საათის წინ განაცხადა, რომ ისრაელი ღაზაში ცეცხლის 60-დღიანი შეწყვეტის შეთანხმების პირობებს დასთანხმდა.
 
„კატარელები და ეგვიპტელები, რომლებმაც ძალიან ბევრი იშრომეს მშვიდობის დამყარებისთვის, წარმოადგენენ ამ საბოლოო წინადადებას. იმედი მაქვს, ახლო აღმოსავლეთის საკეთილდღეოდ, რომ „ჰამასი“ მიიღებს ამ შეთანხმებას, რადგან ის არ გაუმჯობესდება - ის მხოლოდ გაუარესდება“, - განაცხადა ტრამპმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები