ბაქოში რუსეთის მოქალაქეები დააკავეს (ვიდეო)

ბაქოში რუსეთის მოქალაქეები დააკავეს (ვიდეო)

გუშინ, 22:31 - 2025
104
       

აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთთან გაზრდილი დაძაბულობის ფონზე ბაქოში ორი ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავა, რომლებიც რუსეთის მოქალაქეები არიან.
 
დაკავებულ პირებს ბრალად ედებათ ირანიდან ნარკოტიკების გადაზიდვა, ონლაინ ნარკოტრეფიკინგი და ინტერნეტ თაღლითობა.
 
ამის შესახებ ცნობები აზერბაიჯანულ მედიაში ვრცელდება.
 
სამინისტროს მიხედვით, ამჟამად დაჯგუფებების უკანონო აქტივობების გამოსაკვლევად და შესაძლო თანამზრახველების გამოსავლენად გამოძიება მიმდინარეობს.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები