„ჩემი მდგომარეობა ნორმალურია. მე ვიცი ჩემი ძალები, მე ვიცი, რომ იმდენად მნიშვნელოვანია ამ მომენტში შეუპოვრობა და ძლიერად ყოფნა, რომ ამას აუცილებლად ბოლომდე მივიყვან. დღეს მნიშვნელოვანი დღეა იმიტომ, რომ არის აქცია საღამოს 8 საათზე და მე ძალიან მინდა, რომ ეს აქცია იყოს სერიოზულად გადადგმული ნაბიჯი იმისკენ, რომ დიახ, ჩვენ ვდგავართ მიუხედავად რეჟიმის შეტევისა, დიახ, ვართ ბევრნი და მეორე - ოპოზიციური ერთობისკენ და შეჯერებისკენ გადადგმული ნაბიჯი. პოლიტიკური ლიდერები, ის პოლიტიკოსები, ვისაც ხმა აქვს მოქალაქეებისგან მიღებული, დიახ, წინა ხაზზე იდგებიან და ამ ბრძოლაში აბსოლუტურად შეუპოვრები იქნებიან“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.