„რადიო თბილისის“ ქონება დააყადაღეს

„რადიო თბილისის“ ქონება დააყადაღეს

გუშინ, 22:53 - 2025
155
       

„რადიო თბილისის“ მფლობელის, რამაზ სამხარაძის ცნობით, რადიოს ქონება დააყადაღეს.
 
სამხარაძის თქმით, დავალიანება საქართველოში თითქმის ყველა მაუწყებლობას აქვს, მათ შორის, „რადიო თბილისსაც“, თუმცა, აღნიშნულის გამო აქამდე არანაირი პრობლემა არ შექმნიათ.
 

„არის მთელი კონტექსტის ჯაჭვი, რომელიც უკვე დიდი ხანია მოდის, მათ შორის ამ სამაუწყებლო კომპანიაზე არაერთი ზეწოლით. ჯერ კიდევ 2023 წლიდან, როდესაც შეტევა დაიწყო რადიოს FACEBOOK გვერდზე - დაგვემუქრნენ ფიზიკური განადგურებით, სიტყვიერი შეურაცხყოფა მოგვაყენეს. ვიყავი შსს-ში, საგამოძიებო დეპარტამენტში, რომელიც ახლა დახურულია - კაციტაძის უწყება, თუმცა, არ მოჰყვა არანაირი შედეგი, რეაგირება ამ ფაქტებს. ჩვენ გვქონდა აღიარებული დავალიანება, ჩვენ არ გვაქვს მილიონობით დავალიანება, როგორც სხვა სამაუწყებლო კომპანიებს და მათ შორის, პროსახელისუფლებო მედიებს. შემოსავლების სამსახურმა კარგად იცის, რომ მათი დავალიანება, ოფიციალურად, 57 მილიონს აჭარბებს, ხოლო ჩვენს შემთხვევაში რამდენიმე ათასზეა ლაპარაკი. მთელი ამ ხნის განმავლობაში არანაირი პრობლემა არ ყოფილა არასდროს. ჩვენ არ ვმუშაობთ ნაღდ ფულზე, ყველაფერი არის საბანკო გადარიცხვებით, ყოველწლიური აუდიტი, ვაბარებთ ინფორმაციას კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას. თითოეული თეთრი ცნობილია. დღეს დილით მოვიდა მეილი, სადაც საქართველოს ბანკი გვწერდა, რომ შემოსავლების სამსახურის მიმართვის საფუძველზე დააყადაღეს ჩვენი ანგარიშები. აქ მნიშვნელოვანი ამბავი არის ის, რომ 20 ივნისს გადავიხადეთ ბიუჯეტში ლიცენზიის მომდევნო 10 წლით გახანგრძლივების საფასური, რადგან ვადები გვქონდა 26 ივნისამდე, გავიდა 5 დღე და დღეს მოვიდა ყადაღა ჩვენს ანგარიშებზე, რაც თავის თავად შეაფერხებს პროცესს, რომ ჩვენ გავაგრძელოთ სამაუწყებლო კომისია, ანუ თუ ვერ გადავიხადეთ ერთი წლის განმავლობაში მომდევნო 10 წლის გადასახადი კომუნიკაციების კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ არ გაგვიგრძელოს ლიცენზია. ყველაფერი კავშირშია, ჩვენ ვართ კრიტიკული მედია. მე სოციალურ ქსელში დავწერე პოსტი, მოვუწოდე წულუკიანის კომისიის ერთ-ერთ წევრს, ყოფილ სახალხო დამცველს, რომ მეც დამიბაროს სხდომაზე და ვუთხარი, რომ ვისაუბრებ, როგორც სააკაშვილის დროს მედია დაფინანსების წყაროებზე და ვისაუბრებ იმაზეც, დღეს რა ხდება, როგორ არის მონოპოლიზებული ბაზარი და როგორ მიდის კონკრეტული ბიზნესებიდან კონკრეტულ მედიებში თანხები. ამ მეილის შემდეგ მოვიდა მეილი და მთელი ჩვენი ქონება არის დაყადაღებული“, - თქვა სამხარაძემ „ფორმულას“ ეთერში.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები