ლვოვსა და ჩერვონოგრადში საჰაერო განგაში გამოცხადდა

ლვოვსა და ჩერვონოგრადში საჰაერო განგაში გამოცხადდა

26-02-2022, 08:50 - 2022
543
       

უკრაინის ქალაქ ლვოვსა და ჩერვონოგრადში საჰაერო განგაში გამოცხადდა.

ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებენ, სასწრაფოდ შეაფარონ თავი უსაფრთხო ადგილებს და ფანჯრებს არ მიუახლოვდნენ.

„უკრაინსკაია პრავადას“ ცნობით, შაბათს დილით ლუცკში, რივნეში, ხერსონში, ჩერკასსა და უმანში საჰაერო თავდასხმის განგაში გამოცხადდა.

ცნობისთვის, მანამდე საჰაერო თავდასხმის განგაში გამოცხადდა ხარკოვში, ვინიცასა და ლუცკშიც. მთელი ღამის განმავლობაში სროლის და აფეთქების ხმა ისმოდა კიევში. ცოტა ხნის წინ ვასილკოვის მერმა განაცხადა, რომ ქალაქში რუსი ოკუპანტების დესანტი დაეშვა. ვრცელდება ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ.

       
პოპულარული