ხობში ავარიის შედეგად 25 წლამდე ბიჭი გარდაიცვალა, მისი მცირეწლოვანი ძმა კი დაშავდა

ხობში ავარიის შედეგად 25 წლამდე ბიჭი გარდაიცვალა, მისი მცირეწლოვანი ძმა კი დაშავდა

გუშინ, 17:31 - 2025
191
       

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მომხდარი ავარიის შედეგად ერთი პირი გარდაიცვალა, ერთი კი დაშავდა.
 
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს დისტრიბუციისა და სატვირთო ავტომანქანები შეეჯახა.
 
შემთხვევის შედეგად, დისტრიბუციის მანქანის მძღოლი, 25 წლამდე ახალგაზრდა გარდაიცვალა, ხოლო მანქანაში მყოფი მისი 10 წლის ძმა დაშავდა.
 
დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა.
 
ექიმების ინფორმაციით, ბავშვს დაზიანებები სახის არეში აღენიშნება და მას ახლა შესაბამისი კვლევები უტარდება. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
 
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები