ქუთაისი „გვირილობის“ დღესასწაულს აღნიშნავს

ქუთაისი „გვირილობის“ დღესასწაულს აღნიშნავს

გუშინ, 18:34 - 2025
177
       

2 მაისს ქუთაისში ტრადიციული სახალხო დღესასწაული „გვირილობა“ აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით ქალაქის მასშტაბით დაგეგმილია სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიება.
 
ქალაქის დღესასწაული, უკვე 100 წელზე მეტია აღინიშნება და ის თავდაპირველად საქველმოქმედო დანიშნულებას ატარებდა.
 
„გვირილობის“ დღესასწაულის, როგორც საქველმოქმედო დღესასწაულის აღნიშნვა, 1911 წლიდან, გიმნაზიელ გოგონას, ალექსანდრა ჩიქოვანის ინიციატივით, დამკვიდრდა. გიმნაზიელმა გოგონებმა გვირილების გაყიდვის აქცია მოაწყვეს, რომ ტუბერკულოზით დაავადებულებს დახმარებოდნენ. ამ დღეს გაყიდული ყვავილებიდან მიღებული შემოსავალი დაავადებულთა სასარგებლოდ იხარჯებოდა. სწორედ, აქედან ჩაეყარა საფუძველი „გვირილობის“ დღესასწაულს.
 
ხელისუფლების სათავეში ბოლშევიკების მოსვლისთანავე 1919 წლიდან „გვირილობის“ დღესასწაული შემდგომი 60 წელი აღარ ჩატარებულა. თუმცა, მე-20 საუკუნის 80-იან წლებში ორმაისობის ტრადიცია აღადგინა ქალაქის იმჟამინდელმა ხელმძღვანელობამ. 1980-იანი წლებიდან მოყოლებული, „გვირილობის“ დღესასწაული ყოველწლიურად აღინიშნება.
 
სახალხო დღესასწაულის აღნიშვნა ბაგრატის ტაძრიდან დაიწყო, საიდანაც ქალაქის დალოცვა მოხდა.
 
ქალაქის ცენტრში იმართება გამოფენა-გაყიდვები, შეხვედრები, ფორუმები, პრეზენტაციები, საბავშვო და სპორტული აქტივობები. ტრადიციულად, აირჩევენ ქუთაისის საპატიო მოქალაქეებს. დღის ბოლოს კი  ღონისძიებები გალაკონცერტით დასრულდება.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები