უკრაინის ქალაქ ვასილკოვის მერის, ნატალია ბალასინოვიჩის განცხადებით, ქალაქში რუსი ოკუპანტები სარაკეტო თავდასხმებს ახორციელებენ.
როგორც ბალასინოვიჩი აღნიშნავს, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შორის არიან დაღუპულები.
„მშვიდობიანი მოსახლეობა თავშესაფარში ჩავიდა, ყველა ღელავს. გვაქვს დანაკარგები, ბევრი დაჭრილი გვყავს“, - განაცხადა მერმა ადგილობრივ მედიასთან საუბარში.
ცნობისთვის, ვასილკოვი დედაქალაქ კიევიდან დაახლოებით 35 კილომეტრში მდებარეობს.