„თუკი ვინმე არის უღალატო, ღირსეული, ინტელექტუალი, გადაჭარბების გარეშე ვამბობ, იმიტომ კი არა რომ ვსაუბრობ თანაგუნდელზე და უახლოეს მეგობარზე, არამედ იმიტომ რომ ამას ყველა ხედავს, ასეთი არის ირაკლი კობახიძე და იგი არის ადამიანი, რომელიც არის ავანგარდში ბიძინა ივანიშვილთან ერთად, იმ ბრძოლის, რასაც ჰქვია ქვეყნის სუვერენიტეტისთვის, დამოუკიდებლობისთვის, გარე ჩარევების წინააღმდეგ ბრძოლის და საკუთარი სამშობლოს სამსახურში ერთგულად მყოფი ადამიანი. არ შეიძლება, რომ ვინმე ამ თვისებებთან დაკავშირებით გახსენდებოდეს და არ გახსენდებოდეს ერთ-ერთი პირველი ირაკლი კობახიძე“, - განაცხადა მამუკა კობახიძემ.