სუსმა ბიზნესმენები და საჯარო მოხელეები დააკავა. ჯამში დაკავებულია 4 პირი.
საქმე ეხება ტენდერებს.
დადგინდა, რომ ტენდერში გამარჯვებული კომპანიები გზებს უხარისხოდ აგებდნენ, აყალბებდნენ დოკუმენტებს და ფულს ითვისებდნენ.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, დღის განმავლობაში ჩატარებული, მასშტაბური ანტიკორუფციული ღონისძიების შედეგად, 4 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოვლენილ კორუფციულ და სხვა სახის დანაშაულებთან დაკავშირებით, დაკავებულია 4 პირი, ხოლო, ჯამში, პასუხისგებაში მიეცა 11 ადამიანი“, - განაცხადა ემზარ გაგნიძემ ბრიფინგზე.














