5 და 6 იანვარი უქმედ გამოცხადდა

5 და 6 იანვარი უქმედ გამოცხადდა

დღეს, 19:40 - 2025
69
       

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2026 წლის 5 და 6 იანვარი უქმე დღედ გამოცხადდა.


შესაბამისი დადგენილება დღეს გამოქვეყნდა.

როგორც დოკუმენტში წერია, დადგენილება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობაზე.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები