კობახიძე: საერთაშორისო დღის წესრიგი იცვლება

კობახიძე: საერთაშორისო დღის წესრიგი იცვლება

დღეს, 14:32 - 2025
84
       

„აღსანიშნავია ჩვენი დიპლომატიური წარმომადგენლობების უკიდურესად მნიშვნელოვანი როლი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის კონსოლიდაციის პროცესში“, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ელჩების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


მისივე თქმით, ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციის ფონზე, არაღიარების პოლიტიკა უცვლელ პრიორიტეტად რჩება და ქვეყნის წარმატებული საქმიანობა, ამ მიმართულებით, დიპლომატების დამსახურებაა.

„მოხარული ვარ, რომ დღეს მაქვს საშუალება, კიდევ ერთხელ მოგმართოთ ელჩების ყოველწლიურ კონფერენციაზე, რომელიც დიალოგის ძალიან საინტერესო პლატფორმად ჩამოყალიბდა. დღევანდელი კონფერენცია ძალიან კარგი შესაძლებლობაა, შევაჯამოთ განვლილი წელი, რომელიც იყო მრავალი სირთულით სავსე, თუმცა ჩვენ შევძელით ყველა სირთულის სათანადოდ დაძლევა და ამაში თქვენი წვლილი და როლი განსაკუთრებულია. თითოეულ თქვენგანს, განსაკუთრებით ელჩებს, მინდა, ამისათვის, გაწეული შრომისთვის ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ. გლობალურ საერთაშორისო სისტემაში მიმდინარეობს ფუნდამენტური ცვლილებები, იცვლება საერთაშორისო დღის წესრიგი. ამგვარი გარდაქმნების პირობებში, კომპლექსურ რეგიონში მდებარე ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს რაციონალურ და პრაგმატულ პოლიტიკაზე დაფუძნებულ საერთაშორისო ურთიერთობებს. ამ საკითხში, გადამწყვეტია ჩვენი დიპლომატების როლი. აქვე, მსურს, ხაზი გავუსვა ჩვენი დიპლომატიური წარმომადგენლობების უკიდურესად მნიშვნელოვან როლს ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის კონსოლიდაციის პროცესში. ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციის ფონზე, არაღიარების პოლიტიკა ჩვენს უცვლელ პრიორიტეტად რჩება. ჩვენი წარმატებული საქმიანობა ამ მიმართულებით არის, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ თქვენი, დიპლომატების დამსახურება“, - განაცხადა კობახიძემ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები