პროკურატურა: ლილუაშვილმა თურქი ინვესტორისგან ქრთამის სახით 1 მილიონი აშშ დოლარი აიღო

პროკურატურა: ლილუაშვილმა თურქი ინვესტორისგან ქრთამის სახით 1 მილიონი აშშ დოლარი აიღო

დღეს, 16:15 - 2025
74
       

„გრიგოლ ლილუაშვილმა 2022 წლის ოქტომბრის თვეში, თურქი ინვესტორი ჩაღათაი ულქერისგან ქრთამის სახით 1 მილიონი აშშ დოლარი აიღო“, - ამის შესახებ საქართველოს გენერალურმა პროკურმა, გიორგი გვარაკიძემ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


გვარაკიძის განმარტებით, ამასთან, ლილუაშვილმა 2022 წლის თებერვლის თვეში, ამ შემთხვევაშიც რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კომპანია „ექსპრესსერვისი 2008-ის“ დამფუძნებელ გიორგი ხაჟალიას გაზიფიკაციის ტენდერებში დახმარების სანაცვლოდ მოსთხოვა და გამოართვა მილიონ ხუთასი ათასი ლარი.

„საქართველოს გენერალური პროკურატურისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დაკავებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, რომელსაც ბრალად ედება ქრთამის აღება ჩვენს წარმოებაში არსებულ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში. 2022 წლის ოქტომბრის თვეში, მან თურქი ინვესტორი ჩაღათაი ულქერისგან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის იმჟამინდელი პირველი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის მეშვეობით ქრთამის სახით აიღო 1 მილიონი აშშ დოლარი, რათა მას ლობირება გაეწია ქარის ელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებისათვის. 2022 წლის თებერვლის თვეში, ამ შემთხვევაშიც რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კომპანია „ექსპრესსერვისი 2008-ის“ დამფუძნებელ გიორგი ხაჟალიას გაზიფიკაციის ტენდერებში დახმარების სანაცვლოდ მოსთხოვა და გამოართვა მილიონ ხუთასი ათასი ლარი“, - განაცხადა გვარაკიძემ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები