პუტინი: ყველა ჯარისკაცს ვულოცავ ახალ წელს, დიდი რუსეთისთვის მხოლოდ წინ უნდა წავიდეთ!

პუტინი: ყველა ჯარისკაცს ვულოცავ ახალ წელს, დიდი რუსეთისთვის მხოლოდ წინ უნდა წავიდეთ!

დღეს, 11:29 - 2026
89
       

„ყველა ჯარისკაცსა და მეთაურს ვულოცავ, ჩვენ თქვენი და ჩვენი გამარჯვების გვჯერა“, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საახალწლო მილოცვისას განაცხადა.


ვლადიმერ პუტინის განცხადებით, „ჯარისკაცები, რომლებიც სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობენ, სამშობლოსთვის იბრძვიან“.

მისი თქმით, მილიონობით რუსი ჯარისკაცებს მხარს უჭერს.

„თქვენ პასუხისმგებლობა აიღეთ, იბრძოლოთ თქვენი მშობლიური მიწისთვის, სიმართლისა და სამართლიანობისთვის. ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ. ჩვენი შვილებისთვის, შვილიშვილებისთვის და დიდი რუსეთისთვის მხოლოდ წინ უნდა წავიდეთ“, - აღნიშნა პუტინმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები