ჩემპიონთა ლიგის ნახევარ-ფინალების შემდეგ ბუკმეიკერებმა გამოაქვეყნეს ახალი კოეფიციენტები 2025 წლის „ოქროს ბურთის“ მოგებაზე.
„პარი სენ-ჟერმენის“ ქართველმა ლეგიონერმა ხვიჩა კვარაცხელიამ სამი ადგილით ზემოთ გადაინაცვლა და ახლა მეექვსე ადგილს იყოფს „ლივერპულის“ ფორვარდთან მოჰამედ სალაჰთან.
რეიტინგის ახალი ლიდერი გახდა „პარი სენ-ჟერმენის“ გარემარბი უსმან დემბელე, რომელმაც პირველი პოზიცია წაართვა „ბარსელონას“ შემტევს ლამინ იამალს.
TOP3-ში შევიდა „პარი სენ-ჟერმენის“ მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა. რომელიც ერთი კვირის წინ მეცხრე ადგილზე იყო.
„ოქროს ბურთის“ პრეტენდენტთა TOP10:
უსმან დემბელე („პსჟ“) - 3.00
ლამინ იამალი („ბარსელონა“) - 4.50
ჯანლუიჯი დონარუმა („პსჟ“) - 6.00
რაფინია („ბარსელონა“) - 8.00
ლაუტარო მარტინესი („ინტერი“) - 8.00
მოჰამედ სალაჰი („ლივერპული“) - 9.00
ხვიჩა კვარაცხელია („პსჟ“) – 9.00
პედრი („ბარსელონა“) – 21.00
რობერტ ლევანდოვსკი („ბარსელონა“) – 51.00
დეკლან რაისი („არსენალი“) – 67.00
კილიან მბაპე („რეალი“) – 67.00