ახალი პაპის ვინაობა ცნობილია

ახალი პაპის ვინაობა ცნობილია

გუშინ, 21:24 - 2025
92
       

რომის ახალი პაპი რობერტ პრევოსტია. იგი ცნობილი იქნება, როგორც ლეო XIV. ამის შესახებ წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ მოქალაქეებს კარდინალმა პროტოდიაკონმა განუცხადა.
 
69 წლის რობერტ პრევოსტი ისტორიაში პირველი ამერიკელი პაპი გახდა.
 
ცნობისთვის 2 წლის წინ პაპმა ფრანცისკემ პრევოსტი ვატიკანის ეპისკოპოსთა დიკასტერიის (საეკლესიო მმართველობის ორგანო, რომელიც სასამართლოს ფუნქციებს ახორციელებდა) პრეფექტად, მარკ უელეტის შესაცვლელად აირჩია და მას ეპისკოპოსების შემდეგი თაობის შერჩევის ამოცანა დააკისრა. ის მრავალი წლის განმავლობაში პერუში მისიონერად მუშაობდა, სანამ იქ მთავარეპისკოპოსად დაინიშნებოდა. ამასთან, პრევოსტი ლათინური ამერიკის პონტიფიკალურ კომისიას ხელმძღვანელობდა.

       
პოპულარული