ხვიჩა კვარაცხელია და „პსჟ“ ჩემპიონთა ლიგის ფინალშია.
„პსჟ“-მ ლონდონის „არსენალი“ პარიზში 2:1, ხოლო ორი მატჩის ჯამში 3:1 დაამარცხა. ანგარიში პარიზულმა გუნდმა 27-ე წუთზე გახსნა,ხოლო ორ ბურთიანი სხვაობით 72-ე წუთზე დაწინაურდა. ლოდონის „არსენალმა“ სხვაობის შემცირება 76-ე წუთზე შესძლო, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.
შეგახსენებთ, რომ ლონდონში „პსჟ“-მ „არსენალი“ 1:0 დაამარცხა. ფინალში კი ერთმანეთს მილანის „ინტერი“ და „პსჟ“ შეხვდებიან.