საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, კიევში აფეთქებისა და სროლის ხმა ისმის. ხელისუფლება მოქალაქეებს სიფრთხილისა და უსაფრთხო ადგილზე დარჩენისკენ მოუწოდებს.
უკრაინული მედია წერს, რომ კიევში სამხედრო ნაწილის რაიონში, მეტრო „ბერისტეიკაიასთან“ ბრძოლა მიმდინარეობს. გარდა ამისა, „სიენენი“ იუწყება, რომ აფეთქებების ხმა უკრაინის დედაქალაქში რამდენიმე ადგილზე ისმის.
როგორც „ბიბისი“ წერს, მაიდანთან ახლოს ძლიერი აფეთქება დაფიქსირდა. მათივე ცნობით, ბრძოლები კიევის თბოელექტროსადგურთან გრძელდება, სადაც რამდენიმე საათის წინ აფეთქების შესახებაც გავრცელდა ცნობები.