არსებული ინფორმაციით, TV Formula-ს ერთ-ერთ-ერთი დამფუძნებელი დააკავეს

არსებული ინფორმაციით, TV Formula-ს ერთ-ერთ-ერთი დამფუძნებელი დააკავეს

დღეს, 16:28 - 2025
336
       

TV Formula-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი, რეჟისორი გიორგი ლიფონავა, სავარაუდოდ, გზის გადაკეტვის მიზეზით დააკავეს.


სოციალურ ქსელში დღეს დილიდან გზის გადაკეტვის მოტივით მორიგი დაკავებულების შესახებ ვრცელდება ინფორმაცია.

ამ დროისთვის დაუდასტურებელი ინფორმაციით, დაკავებულები არიან: თენგო კირთაძე, ზურაბ ცეცხლაძე, ნათია ლეთოდიანი, ნინო ლაღიძე, დავით მშვენიერაძე, ბაჩო ქიმუცაძე, ანუკა გამსახურდია, ზვიად კვარაცხელია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური კომენტარი, ჯერჯერობით, არ გაუკეთებია.

ამავე მიზეზით დაკავებულები არიან ფორმულას ჟურნალისტები და წამყვანები: ვახო სანაია და ქეთა ციცქიშვილი, ასევე, TV Formula სოციალური მედიის ჟურნალისტი ცირა ჟვანია. 

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები