მთავარი პროკურორის ცნობით, ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს „დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზების“ გამო ბრალი წარუდგინეს.
მისივე თქმით, ექსპრემიერმა გამოძიებასთან ითანამშრომლა და „წარდგენილ ბრალდებაში სრულად ცნო თავი დამნაშავედ“.
პროკურატურა ირაკლი ღარიბაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 1 მილიონი ლარის გირაოს შეფარდებას ითხოვს, ასევე, საქართველოს პასპორტის ჩაბარებას და ქვეყნიდან გასვლის აკრძალვას.
„თანამდებობაზე ყოფნს პერიოდში ღარიბაშვილი ფარულად და შენიღბულად აქტიურად ახორციელებდა სხვადასხვა ბიზნეს საქმიანობას და იღებდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით არალეგალური წარმომავლლობის შემოსავლების. მას, როგორც თანამდებობის პირს გააჩნდა როგორც შემოსავლების, ისე გაწეული ხარჯების დეკლარირების ვალდებულება. აღნიშნული უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის მიზნით თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციებში უთითებდა ყალბ მონაცემებს, რომ თითქოს ოჯახის წევრისგან ყოველწლიურად საჩუქრად იღებდა დიდი ოდენობის თანხებს“, - თქვა გვარაკიძემ.















