ყოფილ პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება წარედგინა.
ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ ბრიფინგზე თქვა.
უწყების ცნობით, ბრალდებულმა წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ.
პროკურატურამ სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით, ბრალდებულისთვის აღკევეთის ღნისძიების სახით 1 მლნ ლარის შეფარდების შესახებ, რომლის უზრუნველყოფა შესაძლებელია, როგორც ფულადი თანხით, ასევე უძრავი ქონებით.
აღკვეთის ღონისძიებასთან ერთად პროკურატურამ მოითხოვა ბრალდებულისთვის ისეთი დამატებითი ვალდებულებების დაკისრება, როგორიცაა საქართველოს პასპორტის სამართალდამცავი უწყებისთვის ჩაბარება და ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრების აკრძალვა.
მას ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის გ ქვეპუნტქით, რაც გულისხმობს უკანონო შემოსავლის რეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.















