ჯუანშერ ბურჭულაძე მიიჩნევს, რომ მისი დაკავება სამართალთან არაფერ კავშირშია

ჯუანშერ ბურჭულაძე მიიჩნევს, რომ მისი დაკავება სამართალთან არაფერ კავშირშია

დღეს, 21:26 - 2025
69
       

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ადვოკატის, დიმიტრი ხაჩიძის ცნობით, ექსმინისტრი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

როგორც ადვოკატი „TV პირველთან“ ამბობს, ბურჭულაძეს სამედიცინო დაწესებულებაში ტვინის შერყევა დაუდასტურდა.

„ეს რომ არ არის კავშირში მართლმსაჯულებასთან, ეგ ვიცით. თვითონ რასაც ამბობს, არის, რომ უდანაშაულოა და ეს ყველაფერი არ უკავშირდება მართლმსაჯულების მიზნებს. „კატე“ გადაუღეს, ტვინის შერყევა დადასტურებული აქვს“, - ამბობს ხაჩიძე.

სუს-მა ჯუანშერ ბურჭულაძე უკანონო შემოსავლის ლეგალიზების ბრალდებით გუშინ დააკავა. 

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები