„ლევან ხაბეიშვილი საზოგადოებას ეუბნებოდა, რომ გდდ-ს ყველა თანამშრომელს ან ნებისმიერ სხვა ძალოვანს, რომელიც არ აღმართავს ხელს მშვიდობიან პროტესტანტზე და რომელიც არ იმოქმედებს კანონმდებლობის წინააღმდეგ, არ იძალადებს ხალხზე, თითოეულ ასეთ ადამიანს სთავაზობდა 200 000 დოლარს, როგორც ჯილდოს.
დღეს აქ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სახელით, მე პირადად თინა ბოკუჩავა, ვიმეორებ, რომ მას შემდეგ, რაც ივანიშვილის რუსული რეჟიმი დაემხობა, ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც შვიდჯერ გაზარდა პენსიები, გააოთხმაგა საქართველოს ბიუჯეტი და უამრავი სხვა სიკეთე მოუტანა საქართველოს, დიახ, კვლავ პირდება გდდ-ს ყველა თანამშრომელს და ძალოვანი სტრუქტურის ყველა წარმომადგენელს, რომ დიახ, თქვენ მიიღებთ ჯილდოს 200 000 დოლარის ოდენობით“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.