სუს-მა თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე დააკავა

სუს-მა თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე დააკავა

დღეს, 18:21 - 2025
43
       

სუს-ის ცნობით, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე დააკავეს.


„სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, დაკავებულია ჯუანშერ ბურჭულაძე.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბურჭულაძის მითითებით, თავისთვის და რ.მ.-სთვის გამორჩენის მისაღებად, თავდაცვის მინისტრის იმდროინდელმა მოადგილემ, გ.ხ.-მ და ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის იმდროინდელმა უფროსმა, ვ.ღ.-მ, მინისტრის ახლო ნათესავის, ვ.მ.-ს დახმარებით, თავდაცვის სამინისტროს მიერ მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფიის აპარატის შეძენის პროცესში, მიზანმიმართული ქმედებებით შექმნეს არაკონკურენტული გარემო, რის შედეგადაც, არარეალური გარიგებების დადების გზით, ხელოვნურად გაიზარდა აპარატის რეალური საბაზრო ღირებულება და 2 მილიონ 606 272 ლარად ღირებული აპარატი თავდაცვის სამინისტროს 3 მილიონ 940 000 ლარად მიაწოდეს“, - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

ჯუანშერ ბურჭულაძეს 9-დან 12 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება. 

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები