მედია: ქართველი სამხედრო დააკავეს, მას რუსეთში ექსტრადაცია ემუქრება

მედია: ქართველი სამხედრო დააკავეს, მას რუსეთში ექსტრადაცია ემუქრება

დღეს, 00:39 - 2025
91
       

მედია „მთავარი“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ უკრაინის ომის მონაწილე ქართველი, გიორგი კინოიანი სომხეთში დააკავეს, მას რუსეთში ექსტრადაცია ემუქრება. 


გიორგი კინოიანი სომხეთის საზღვარზე 3 სექტემბერს აიყვანეს, ის რუსეთის მოთხოვნით იძებნება. ახლა ქართველი მებრძოლი 40-დღიანი საექსტრადაციო ვადით ჰყავთ დაპატიმრებული, რაც პროცედურულად გულისხმობს, რომ ამ დროში რუსეთმა მისი ექსტრადაციისთვის საჭირო მტკიცებულებები და დოკუმენტაცია უნდა წარადგინოს. დააკმაყოფილებს თუ არა რუსეთის მოთხოვნას და გადასცემს თუ არა ოკუპანტ სახელმწიფოს ქართველ მებრძოლს, სომხეთის სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს.

გიორგი კინოიანი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში ომის დაწყების პირველ ეტაპზე იმყოფებოდა. 2024 წლის 25 ოქტომბერს ის რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკის ოლქის ე.წ. სასამართლომ დაუსწრებლად გაასამართლა, დამნაშავედ ცნო და შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები