ოკუპირებული ცხინვალი: საქართველომ აღიარა 2008 წელს ომის დაწყება

ოკუპირებული ცხინვალი: საქართველომ აღიარა 2008 წელს ომის დაწყება

გუშინ, 22:25 - 2025
86
       

ოკუპირებული ცხინვალის პროპაგანდისტული მედია აქვეყნებს სტატიას, სადაც წერია, რომ „საქართველო აღიარებს 2008 წელს სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ომის დაწყებას“. 


სტატია ეხება „ქართული ოცნების“ საგამოძიებო კომიტეტის მიერ შემუშავებულ 460 გვერდიან დასკვნას, სადაც ივანიშვილის გუნდი 2008 წლის ომის დაწყებას წინა ხელისუფლებას აბრალებს. 

სტატიის ავტორი წერს, რომ „ქართული ოცნების“ საპარლამენტო კომისია „დასავლელ პოლიტიკოსებზე უფრო გულწრფელი აღმოჩნდა“. 

„სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის წინააღმდეგ 2008 წელს საქართველოს სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიიდან 17 წლის შემდეგ, თბილისმა მოისმინა აღიარება, რომელსაც სამხრეთ ოსეთ და რუსეთის წლების მანძილზე ელოდებოდნენ. საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების მიერ ჩადენილი დანაშაულების საგამოძიებო კომისიის თავჯდომარემ, თეა წულუკიანმა წარადგინა 460 გვერდიანი ანგარიში, რომელიც ყველანაირ ეჭვს აქრობს: სამხრეთ ოსეთის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ აგრესიული ომი მიხეილ სააკაშვილის მეთაურობით საქართველოს წინა ხელისუფლებამ დაიწყო“, - წერია სტატიაში.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები