„თქვენ წინაშე არის დასკვნა, რომელიც სანდო ფაქტებითა და ინფორმაციებით არის სავსე. ჩემი სურვილი იქნებოდა, განათლების სამინისტრომ ეს დასკვნა განიხილოს, თუმცა ეს არ არის ოფიციალური რეკომენდაცია, ჩემს აზრს ვამბობ ამ შემთხვევაში და საქართველოს ისტორიის სასწავლო წიგნებში ალბათ უნდა გადაისინჯოს 2004-2012 წლის პერიოდი, როგორ არის მიტანილი ახალგაზრდებამდე. იმიტომ რომ პრაქტიკულად დარწმუნებულიც ვარ, ის რაც ამ დასკვნაში წერია ახალგაზრდა თაობამ საერთოდაც არ იცის. რაც თავისებური ტრაგედიაა.
დასკვნაში ფაქტებით და ინფორმაციებით, შესწავლილი და ნათქვამია ის, რომ ვარდების რევოლუცია იყო სინამდვილეში სახელმწიფო გადატრიალება“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.