წულუკიანი: ბენდუქიძემ სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის ქონება მიისაკუთრა

წულუკიანი: ბენდუქიძემ სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის ქონება მიისაკუთრა

გუშინ, 21:34 - 2025
170
       

საქართველოს პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე თეა წულუკიანმა მისი კომისიის მიერ მომზადებული დასკვნა წარადგინა. 



წულუკიანმა ისაუბრა კახა ბენდუქიძეზეც, მისი მტკიცებით, ბენდუქიძემ სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის ქონება მიისაკუთრა.


„შევისწავლეთ აგრარული უნივერსიტეტის საქმე, სადაც გამოიკვეთა, რომ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, კაცი, რომელიც ყველაფერს ყიდდა სინდისის გარდა, ბატონი ბენდუქიძე, აღმოჩნდა აურაცხელი, დიდი ქონების პატრონი, რომელიც თავის დროზე, სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტს ეკუთვნოდა“, - თქვა თეა წულუკიანმა პარლამენტში მისი კომისიის დასკვნის წარდგენისას.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები