გეგელია პარლამენტთან დაპირისპირების შემდეგ: ყველას მინდა ვთხოვო, გაიხსენონ, ვინ არის ამ ქვეყნის მტერი

გეგელია პარლამენტთან დაპირისპირების შემდეგ: ყველას მინდა ვთხოვო, გაიხსენონ, ვინ არის ამ ქვეყნის მტერი

გუშინ, 23:25 - 2025
176
       

„ყველას მინდა ვთხოვო, გაასწორონ ფოკუსი და გაიხსენონ, ვინ არის ამ ქვეყნის მტერი - განურჩევლად იმისა, თუ ბრძოლის ვის რა ტაქტიკა გვაქვს, გავერთიანდეთ და დავდგეთ ერთად“, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ გეგელიამ მას შემდეგ განაცხადა, რაც პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მას მოქალაქეები დაუპირისპირდნენ.


აქციის მონაწილეების პროტესტის მიზეზი, მათივე განცხადებით, თვითმმართველოის არჩევნებში „ლელოს“ მონაწილეობა გახდა.

გეგელიას განცხადებით კი, ძირითადი მიზანი ახალი საპარლამენტო არჩევნები და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებაა.

„ჩვენი ძირითადი მიზანი არის ახალი საპარლამენტო არჩევნები და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება. არის მღელვარება, მაგრამ მე მესმის, არანაირი პრობლემა არ არის, არანაირი თავდასხმა არ ყოფილა, არანაირი მნიშვნელოვანი ექსცესი. განურჩევლად იმისა, ვის როგორი პოზიცია აქვს, გავაგრძელებ ამ ქვეყნისთვის ბრძოლას. ყველაფერი არის კარგად და იქნება კარგად. არავითარი სხვა სამიზნე და წინააღმდეგობა არ არსებობს და არ იარსებებს. ყველა ადამიანს მინდა ვთხოვო, გაასწორონ ფოკუსი და გაიხსენონ, ვინ არის ამ ქვეყნის მტერი. განურჩევლად იმისა, თუ ბრძოლის ვის რა ტაქტიკა გვაქვს, გავერთიანდეთ და დავდგეთ ერთად“, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები