მოსამართლე მზია ამაღლობელს: შეგიძლიათ პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართოთ

მოსამართლე მზია ამაღლობელს: შეგიძლიათ პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართოთ

დღეს, 14:48 - 2025
103
       

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა, განაჩენის გამოცხადების შემდეგ, „ბათუმელების“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელს მიმართა და განუმარტა, რომ მსჯავრდებულს შეუძლია „პრეზიდენტს შეწყალების თაობაზე მიმართოს“.


ინფორამციისთვის, ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელს ბრალი გადაუკვალიფიცირა.

კერძოდ, მას მსჯავრი წარუდგინა სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით, რომელიც ითვალისწინებს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ.

მოსამართლემ მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები