გვიან ღამით, პოლიცია უკრაინიდან დაბრუნებული ქართველი მებრძოლის სახლში შევიდა

გვიან ღამით, პოლიცია უკრაინიდან დაბრუნებული ქართველი მებრძოლის სახლში შევიდა

დღეს, 13:41 - 2025
144
       

„TV პირველი“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ უკრაინიდან დაბრუნებული ქართველი მებრძოლის, ლევან მაზმიშვილის სახლში, სოფელ შინდისში, გვიან ღამით ჩხრეკა ჩატარდა.

როგორც მაზმიშვილის მამა, მირიან მაზმიშვილი აცხადებს სამართალდამცველები მათ საცხოვრებელ სახლში გვიან ღამით ფანჯრიდან შევიდნენ და იარაღს ეძებდნენ.

მისივე თქმით, სამართალდამცველებმა ავეჯი და ნივთები დაუზიანეს.

„ღამის სამის ნახევარზე გადმოძვრნენ ფანჯრებიდან, დაგვადგნენ იარაღებით და სახლის ჩხრეკა დაიწყეს. თქვენით გამოაჩინეთ იარაღიო, არ ვიცი, რა იარაღს ეძებდნენ. ჩვენ ერთი, სანადირო თოფი გვაქვს და ისიც წაიღეს, კანონიერად გაფორმებულია.მესმის, რომ ორდერი ჰქონდათ და სახლი გაჩხრიკეს, რა საფუძველი ჰქონდათ არ ვიცი. გაჩხრიკეს გაჩხრიკეს, მაგრამ ეს ავეჯი რატომ დამიმტვრიეს? ვარიანის პოლიციის უფროსი, ამ საწოლში ჩაწვება? სადაც გადამიყარა და გამომიყარა ყველაფერი. რას უკავშირდება ვერ ვიგებ. ჩემი შვილი რომ უკრაინაში იყო, თუ მაგას უკავშირდება - კი ბატონო, ყველაფერი მესმის, მაგრამ ის ტერორისტი კი არ იყო. წავიდა, იბრძოლა და დაბრუნდა. რადგან ცოცხალი დაბრუნდა, ესე იგი მორჩა ტერორისტია? ჩემი შვილი უკრაინაშიც იბრძროლა, 2008 წელს აქაც და სოხუმშიც, მეც ვირბძოდი, მეც ომის ვეტერანი ვარ, რა დავაშავეთ, ამდენი ხანია ქვეყანას ვემსახურებით“, - ამბობს მირიან მაზმიშვილი.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები