არსებული ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთის ცაზე უკრაინული დრონები გამოჩნდა

არსებული ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთის ცაზე უკრაინული დრონები გამოჩნდა

24-07-2025, 08:58 - 2025
555
       

მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ცაზე უკრაინული დრონები გამოჩნდა.


ინფორმაციის გავრცელებიდან მალევე სოჭში აფეთქებების ხმა გაისმა.

კრასნოდარის მხარის ოპერატიული შტაბის ცნობით, დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ერთი ქალი დაიღუპა, მეორე კი მძიმედ დაშავდა.

ამასთან, სირიუსის ფედერალური ტერიტორიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, დიმიტრი პლიშკინის ინფორმაციით, დრონით თავდასხმა განხორციელდა ნავთობის საცავზე.

თვითმხილველების განცხადებით, სოჭის სხვადასხვა ნაწილში 20-მდე აფეთქების ხმა გაისმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები