კობახიძე: უვიზო მიმოსვლა ახალისებს ჩვენი მოქალაქეების ქვეყნიდან გადინებას

კობახიძე: უვიზო მიმოსვლა ახალისებს ჩვენი მოქალაქეების ქვეყნიდან გადინებას

გუშინ, 22:23 - 2025
171
       

„ვიზალიბერალიზაციას ეკონომიკის ზრდასთან აბსოლუტურად არავითარი კავშირი არ აქვს. აქ საუბარი ერთადერთ რამეზეა - ვიზის რიგში ჩადგები თუ არა. ერთი მინუსი, რაც ვიზალიბერალიზაციას აქვს, მიგრაციის წახალისებაა. ბუნებრივია, სადაც მეტი ეკონომიკაა, მიგრაციული პროცესებიც იქით წარიმართება. ვიზალიბერალიზაცია ამის წამახალისებელია.


ვიზალიბერალიზაციის არ არსებობის პირობებში ბევრად მეტი საქართველოს მოქალაქე დარჩებოდა ქვეყანაში. შესაბამისად, სამუშაო ძალა გაიზრდებოდა. ეს პირდაპირ აისახებოდა ეკონომიკური ზრის ტემპის დამატებით გაუმჯობესებაზე“, - თქვა პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“ - ის ეთერში.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები