მ/ს „ვარკეთილი“ დაიკეტა

მ/ს „ვარკეთილი“ დაიკეტა

დღეს, 10:29 - 2025
73
       

დაგეგმილი რეაბილიტაციის გამო, მეტროსადგური „ვარკეთილი“ დღეიდან, 12 ივლისიდან 45 დღით დაიკეტა.


„ვარკეთილის“ დაკეტვის გამო, დროებით, ავტობუსის დამატებითი მარშრუტი დაინიშნა.

კერძოდ, ჯავახეთისა და ლიზა ნაკაშიძე-ბოლქვაძის ქუჩების გადაკვეთიდან ავტობუსის დროებითი მარშრუტი N174 იმოძრავებს, რომელიც მგზავრებს უახლოეს მეტროსადგურამდე გადაიყვანს. ავტობუსი წრიულად, მეტროსადგურ „სამგორის“ ზედა გასასვლელიდან მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიამდე და პირიქით იმოძრავებს.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები