ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებიდან 4 წელი გავიდა.
„ტვ პირველის“ ოპერატორი 5 ივლისის სისხლიანი დარბევის მსხვერპლია! დარბევის, რომლის ორგანიზატორებიც დღემდე არავის დაუსჯია და არავის გამოუძიებია ვინ დაგეგმა ჟურნალისტებზე, ოპერატორებზე და ფოტოგრაფებზე თავდასხმის სპეცოპერაცია თბილისის შუაგულში.
ლექსო ლაშქარავა ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიასთან ერთად დაჯგუფების სამიზნე 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე პროფესიული მოვალეობის შერულების დროს გახდა. თავდასხმა რეპორტიორებზე „სირცხვილიას“ ოფისთან მოხდა.
მათ თავს ძალადობრივი დაჯგუფების 10 -მდე წევრი დაესხა, თავისუფლება აღუკვეთეს და სასტიკად ცემეს. მიყენებული დაზანებების გამო ლექსოს ოპერაცია დასჭირდა, რამდენიმე დღეში კი სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
„ტვ პირვველის“ გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას სასიკვდილოდ ცემაში მსჯავრდებული დავით კუტალაძე, და სხვა მოძალადეები პატიმრობიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს.
2022 წელს, ლექსო იუნესკომ, მოკლული ჟურნალისტების სიაში შეიყვანა. ამ სიაში ლაშქარავა მეორე ჟურნალისტია, ვინც იუნესკომ საქართველოში მშვიდობიან ხანაში მოკლულად მიიჩნია. საქართველოდან იუნესკოს სიაში პირველი ჟურნალისტი გიორგი სანაია იყო, რომელიც 2001 წლის ივლისში მოკლეს.