თბილისის მერიის განცხადებით, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაციის პერიოდში, დაწესდება ავტობუსის დროებითი მარშრუტი, რომელიც მგზავრებს უახლოეს მეტროსადგურამდე გადაიყვანს.
კერძოდ, N174 ავტობუსი მგზავრებს „ვარკეთილის“ მეტროსთან, ჯავახეთისა და ლიზა ნაკაშიძე-ბოლქვაძის ქუჩების გადაკვეთიდან და მეტროსადგურ „სამგორამდე“ გადაიყვანეს.
„N174 ავტობუსი იმოძრავებს წრიულად, მეტროსადგურ „სამგორის“ ზედა გასასვლელიდან მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიამდე და პირიქით“, - წერია განცხადებაში.