ლიეტუვის საზღვარი ამოუცნობმა მფრინავმა ობიექტმა გადაკვეთა

ლიეტუვის საზღვარი ამოუცნობმა მფრინავმა ობიექტმა გადაკვეთა

გუშინ, 16:51 - 2025
193
       

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის სპიკერი უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც ქვეყნის საჰაერო სივრცეში მეზობელი ბელარუსის ტერიტორიიდან საბრძოლო დრონის შეჭრის შესახებ „ცრუ განგაში“ გავრცელდა.

ადგილობრივი მედია BNS წერს, რომ თავდაპირველი წარმოდგენით, მფრინავი ობიექტი შესაძლოა, შაჰედის ტიპის დრონი იყო, რომელსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ იყენებს. მედიის მიხედვით, ვინაიდან არსებობდა შესაძლებლობა, რომ ის საფრთხის შემცველი იყო, პრემიერ-მინისტრი გინტაუტას პალუცკასი და პარლამენტის სპიკერი, საულიუს სკვერნელისი უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს.

მოგვიანებით ლიეტუვის არმიამ განაცხადა, რომ მფრინავი ობიექტი ლიეტუვის საჰაერო სივრცეში 10 ივლისს, ადგილობრივი დროით დილის 11:30 საათზე შეიჭრა და დიდი ალბათობით, სახლში დამზადებული მფრინავი აპარატი იყო, რომელიც საფრთხეს არ წარმოადგენს. ობიექტი ლიეტუვის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, ბელარუსთან საზღვრიდან დაახლოებით ერთი კილომეტრის დაშორებით.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები