ლალი ტურძელაძე: თორნიკე რიჟვაძე, ოჯახის სურვილით, ღამით თურქეთში გადაიყვანეს

ლალი ტურძელაძე: თორნიკე რიჟვაძე, ოჯახის სურვილით, ღამით თურქეთში გადაიყვანეს

დღეს, 13:54 - 2025
117
       

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის ლალი ტურძელაძის ინფორმაციით, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის თურქეთის კლინიკაში სამკურნალოდ გადაყვანა ოჯახის სურვილით მოხდა.


როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, თორნიკე რიჟვაძე თურქეთში საჰაერო გზით, ღამის 02:00 საათზე გადაიყვანეს.

„დიახ, გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა იძლეოდა ამის საშუალებას, სტაბილური იყო. საჰაერო გზით გადაიყვანეს. მისი თურქეთში გადაყვანა ოჯახის სურვილი იყო. ჯერ არ იყვნენ ჩამოყალიბებულები, შემდეგ ჩამოყალიბდნენ და ღამე 02:00 საათზე გადაიყვანეს“, - განაცხადა ტურძელაძემ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები