თბილისში სკოლის მოსწავლე აწამეს, აგინეს და ვიდეო გაავრცელეს | შემზარავი ისტორია

თბილისში სკოლის მოსწავლე აწამეს, აგინეს და ვიდეო გაავრცელეს | შემზარავი ისტორია

დღეს, 01:08 - 2025
250
       

თბილისში გაურკვეველი დაჯგუფების წევრებმა არასრულწლოვანი, სკოლის მოსწავლე ერთ-ერთი მეტრო სადგურის ახლოს მიტოვებულ შენობაში აწამეს და ვიდეო გადაუღეს.


აღნიშნულის შესახებ პროკურატურამ ოფიციალური განცხადება გააკეთა.

მათივე ინფორმაციით, სკოლის მოსწავლის წინააღმდეგ რვა პირი მოქმედებდა, არასრულწლოვანს დანით ჰქონდა მიყენებული ჭრილობები, დაჩოქილი იდგა, აგინებდნენ და ბოდიშს ახდევინებდნენ. ხორციელდებოდა ამ ყველაფრის ვიდეო გადაღება, რომელიც სოციალურ ქსელში გაავრცელეს.

პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულებმა წარსულში მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირების გამო აღნიშნული ქმედება წინასწარ დაგეგმეს და განახორციელეს.

სკოლის დაზარალებული მოსწავლე ჯერ კლინიკაში გადაიყვანეს. ახლა კი მძიმე ემოციური მდგომარეობის გამო მასთან ფსიქოლოგები მუშაობენ. 

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები