პოლიციამ პარტია „ლელოს“ წევრები საკუთარ სახლში დააკავა

პოლიციამ პარტია „ლელოს“ წევრები საკუთარ სახლში დააკავა

დღეს, 00:35 - 2025
180
       

უკანასკნელი ერთი საათის განმავლობაში პოლიციამ ნარკო-შემოწმებაზე გადაიყვანა აქტივისტი ბექა პაპაშვილი და პარტია „ლელოს“ სამი წევრი - ოთარ ფარულავა, ლევან ჯორბენაძე და ბექა ბერიძიშვილი.


„ჩვენს 3 თანამებრძოლს („ლელოს“ ლიდერებს) მოუწყვეს ჩასაფრება და გადაიყვანეს ნარკოლოგიურში.

ოთო ფარულავა - გენერალური მდივნის მოადგილე;

ლევან ჯორბენაძე - კოალიციის კომუნიკაციების ხელმძღვანელი;

ბექა ბერიძიშვილი - ახალგაზრდულის ლიდერი.

ერთდროულად ქალაქის სხვადასხვა ადგილას, სახლებთან, დიდ დიღომში, საბურთალოზე და ჩუღურეთში. ვცდილობთ ვიპოვოთ და გავიდეთ კავშირზე. ბექა ჯერ სახლთან ყავთ გაჩერებული, ადვოკატები და თანაგუნდელები გზაში არიან“, - დაწერა სოციალურ ქსელში „ლელოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები