პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, თორნიკე რიჟვაძის მდგომარეობა დადებითი დინამიკით ვითარდება და ის ამ დროისთვის კონტაქტურია.
„პაციენტის ზოგადი მდგომარეობა ამ ეტაპზე მინდა გითხრათ, რომ არის დადებითი დინამიკით. კლინიკა გაუმჯობესებულია. კლინიკის გაუმჯობესება ნიშნავს, იმას, რომ ტრავმულ-ჰემორაგიული შოკის კლინიკა აღარ არსებობს - ანუ ალაგებულია, ლიკვიდირებულია. ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის პარამეტრები და რეჟიმები გამარტივებულია. ნევროლოგიური სტატუსის მხრივ კონტაქტი მყარდება - კონტაქტურია, ადეკვატურია. ასრულებს მარტივ დავალებებს. გრძელდება დაგეგმილი მკურნალობა პროტოკოლის გათვალისწინებით“, - თქვა რატიანმა.