წულუკიანი გიორგი გახარიას: ნუ იმუქრებით ეკრანიდან, ძალიან სასაცილო ჩანხართ

წულუკიანი გიორგი გახარიას: ნუ იმუქრებით ეკრანიდან, ძალიან სასაცილო ჩანხართ

გუშინ, 17:54 - 2025
177
       

„ნაცები“ ჩემი დასასრულებელია, „ნაცები“ თქვენთან არიან, მიქანაძე გყავთ“, - ასე უპასუხა შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, გიორგი გახარიამ დროებით საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის შემდეგ განცხადებას: „თქვენ იქ [პარლამენტში] იყავით: „ნაცებო“ დაგასრულებთო [რომ ამბობდით] და ახლა „ნაცებთან“ ერთად ხართ კოალიციაში“.
 
გიორგი გახარიას აღნიშნულ განცხადებას თეა წულუკიანმა უპასუხა: „მიქანაძეს თავი დაანებეთ და მოდით, ჩორჩანაში დაბრუნდით. რა გაქვთ მიქანაძეზე თქვენ სათქმელი? „ნაცებთან“ ერთად კოალიციაში ხართ თქვენ“.
 
წულუკიანის პასუხის შემდეგ გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ გივი მიქანაძე პოლიციის აკადემიიდან „გააგდო“ შსს მინისტრობის დროს, რისი მიზეზიც თავად მიქანაძეს ჰკითხონ.
 

„შინაგან საქმეთა მინისტრი რომ ვიყავი, მაშინ გავაგდე პოლიციის აკადემიის ხელმძღვანელობიდან და ჰკითხეთ მიქანაძეს, რატომ გავაგდე და სჯობს, ასეთი კითხვები არ დამისვათ“, - განაცხადა გახარიამ.

 
თეა წულუკიანის თქმით, გიორგი გახარიას „მუქარებმა“ მულტფილმი, „ყურშა გაყოყოჩდა“ გაახსენა.
 
„აქ ვერ მოდიხართ სხდომის დარბაზში და ნუ იმუქრებით ეკრანიდან, ძალიან გთხოვთ, ძალიან სასაცილო ჩანხართ, „ყურშა გაყოყოჩდას“ მულტფილმში ვართ“, - მიმართა წულუკიანმა გახარიას.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები