შსს-მ ინდოეთის, ნეპალის, პაკისტანისა და ლიბიის მოქალაქეები დააკავა

შსს-მ ინდოეთის, ნეპალის, პაკისტანისა და ლიბიის მოქალაქეები დააკავა

გუშინ, 22:49 - 2025
166
       

შსს-ს ცნობით, საქართველოში უკანონოდ მყოფი უცხო ქვეყნის 14 მოქალაქე დააკავეს.
 
უწყების ინფორმაციით, მათ შორის არიან ინდოეთის, ნეპალის, პაკისტანისა და ლიბიის მოქალაქეები.
 

„უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიება ჩაატარეს. მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, ღონისძიების ფარგლებში, დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გადამოწმდა კონკრეტული ლოკაციები, რაც მიზნად ისახავდა საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გამოვლენას. კომპლექსური ღონისძიების შედეგად, დაკავებულია უცხო ქვეყნის 14 მოქალაქე. მათ შორის არიან ინდოეთის, ნეპალის, პაკისტანისა და ლიბიის მოქალაქეები. დადგინდა, რომ ისინი ქვეყანაში იმყოფებოდნენ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით“, - წერია შსს-ს განცხადებაში.

 
შსს-ს განცხადებით, დაკავებულები ამჟამად მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში არიან და მათი საქართველოდან გაძევების მიზნით, შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები