ელენე ხოშტარია და გედევან ფოფხაძე შიმშილობას წყვეტენ

ელენე ხოშტარია და გედევან ფოფხაძე შიმშილობას წყვეტენ

გუშინ, 22:34 - 2025
146
       

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ელენე ხოშტარია შიმშილობას წყვეტს. ამის შესახებ მან პარლამენტთან განაცხადა.
 
მანამდე ელენე ხოშტარიამ წაიკითხა 8 ოპოზიციური პარტიის საერთო განცხადება.
 
ამასთან „კოალიცია ცვლილებისთვის“ პრესსამსახურში განაცხადეს, რომ შიმშილობას წყვეტს გედევან ფოფხაძეც.
 
„ძალიან მიხარია, რომ ვწყვეტ შიმშილობას, რომ ყველა ერთად გადავიდეთ ძალიან აქტიურ ბრძოლის ფაზაზე“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ პარლამენტთან, სადაც ოპოზიციური პარტიების საერთო განცხადება წაიკითხა თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტთან დაკავშირებით, რომელსაც ხელს აწერენ პარტიები: „თავისუფლების მოედანი“, „ევროპული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ახალი“, „გირჩი-მეტი თავისუფლება“, „დროა“, ⁠„ფედერალისტები“.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები