გენ. პროკურორი ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე: სისხლის სამართლებრივი დევნა იქნება დაწყებული, ვინც დანაშაულს ჩაიდენს

გენ. პროკურორი ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე: სისხლის სამართლებრივი დევნა იქნება დაწყებული, ვინც დანაშაულს ჩაიდენს

გუშინ, 13:41 - 2025
281
       

„ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა დემონსტრაციულად თქვეს უარი კანონის შესრულებაზე, რაც მიმაჩნია, რომ არასამართლიანია - კანონის წინაშე ყველა ადამიანი თანაბარია მისი პოლიტიკური თუ სხვაგვარი შეხედულების მიუხედავად“, - ამის შესახებ ახალარჩეულმა გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
 
მისი თქმით, „პროკურატურა არის დამოუკიდებელი ორგანო და გადაწყვეტილებებს კანონთან შესაბამისობაში იღებს“.
 

„რაც შეეხება პირებს, რომელიც თქვენ ახსენებთ - ამ ადამიანებმა დემონსტრაციულად თქვეს უარი კანონის შესრულებაზე, რაც მიმაჩნია, რომ არასამართლიანია, ზოგადად, იმიტომ, რომ კანონის წინაშე ყველა ადამიანი თანაბარია მისი პოლიტიკური თუ სხვაგვარი შეხედულების მიუხედავად. შესაბამისად, ყველა ადამიანის მიმართ იქნება სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებული, ვინც დანაშაულს ჩაიდენს. რაც შეეხება იმ საკითხს, რომ ეს ადამიანები ციხეში არიან, მოგეხსენებათ, რომ სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას სასჯელის შეფარდების შესახებ“, - განაცხადა გვარაკიძემ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები