„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე პარტიის ოფისში დააპატიმრეს.
დღეს, 23 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა, წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე ვაშაძეს 7 თვით პატიმრობა მიუსაჯა და 2 წლის ვადით საჯარო თანამდებობის დაკავება აუკრძალა.
23 ივნისს წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, რეჟიმმა „ლელოს“ ლიდერებს, ბადრი ჯაფარიძეს და მამუკა ხაზარაძეს 23 ივნისს 8-8 თვით პატიმრობა მიუსაჯა, ამასთან ერთად, აუკრძალა 2 წლით თანამდებობის დაკავება - გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად შარაძემ გამოიტანა.