მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დააკავეს

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დააკავეს

23-06-2025, 16:06 - 2025
538
       

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დააკავეს.
 
მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს სამართალდამცავებმა ხელბორკილები პარტიის ოფისთან დაადეს.
 
ადგილზე შეკრებილები იყვნენ ლიდერების მხარდაჭერები, პოლიტიკოსები, ადგილზე იმყოფებოდა ასევე, მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.
 
ცნობისთვის, „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო.
 
მოსამართლე ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, მას 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამასთან, აკერძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით.
 
რაც შეეხება ბადრი ჯაფარიძეს, ის სასამართლომ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, მას 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამასთან, 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება აეკრძალა.
 
განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებიან ბრალდებულები.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები