უკრაინაში ქართველი მებრძოლი, ვიცე-პოლკოვნიკი ვანო ნადირაძე გარდაიცვალა.
ის უკრაინაში ომის დაწყების დღიდან იბრძოდა და სპეციალურ ოპერაციულ ძალებში ქართულ ჯგუფს ხელმძღვანელობდა.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი გულის შეტევაა. ნადირაძის ერთ-ერთი თანამებრძოლი Facebook-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ჰყვება, რომ ვანომ თავისი ადგილმდებარეობის მონაცემები გაუზიარა და დახმარება სთხოვა. მისი თქმით, დასახმარებლად სასწრაფო გამოიძახა, თუმცა, ვანო ნადირაძეს ცოცხალს ვეღარ მიუსწრეს.
„ვანოსგან ვიმყოფებოდი სადღაც 19 კილომეტრში, ლოკაცია ჩამიგდო, ცუდად ვარო, დახმარება მთხოვა, პირველი, რაც გავაკეთეთ, დავურეკეთ სასწრაფოს, რომ აქ მოსულიყო, და წამოვედით. მაქსიმალური სისწრაფით ვიარეთ, მოვედით და ასეთი კადრი დაგვხვდა, რომ ვანო დაიღუპა, სამწუხაროდ“, - ამბობს ქართველი მებრძოლი.