წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარი | ამინდის პროგნოზი

წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარი | ამინდის პროგნოზი

დღეს, 06:54 - 2025
177
       

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 22 ივნისის გვიანი საღამოდან 23 ივნისის დღის მეორე ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოს აღმოსავლეთ რაიონებში ზოგან მოსალოდნელია ძლიერი ხანმოკლე წვიმა, ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა, დროგამოშვებით დასავლეთის მიმართულების ქარის გაძლერება.
 

„მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, - ნათქვამია გაფრთხილებაში.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები