უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინის გუშინდელი განცხადების პასუხად თქვა, რომ უკრაინა თავს დაიცავს და „რუსი ოკუპანტის ყოველ ფეხზე“ უკრაინულ დრონს იპოვიან.
ზელენსკიმ ასევე თქვა, რომ პუტინის განცხადებაზე რეაქცია პარტნიორებთან ერთად ექნებათ და „როდესაც მკვლელი ამბობს, რომ მოკვლა სურს“, ამას შესაბამისად აღიქვამენ.
„გუშინ ყველამ მოისმინა რუსეთის მეთაურის გზავნილები. ყოყოჩობაა ეს თუ სიგიჟე, ამის ახსნა ყველანაირად შეიძლება, მაგრამ როდესაც მკვლელი ამბობს, რომ მოკვლა სურს, ამას შესაბამისად აღვიქვამთ და რეაქცია პარტნიორებთან ერთად გვექნება. ვიმედოვნებ, ყველა პარტნიორთან ერთად. რა თქმა უნდა, რუსი ოკუპანტის ყოველ ფეხზე უკრაინულ დრონს ვიპოვით. რა თქმა უნდა, უკრაინა საკუთარ თავს დაიცავს. ყველას ცხადად გვესმის, რომ საკითხი უკრაინის დამოუკიდებლობას ეხება - ეს საკითხი უკრაინელების გადარჩენას ეხება. ამ წლებში, პუტინის დროს, რუსები უფრო შორს წავიდნენ, უფრო შორს, ვიდრე გულაგები და სხვა მრავალი რამ, რაც იყო“, - თქვა ზელენსკიმ.